და თქვენ-გნებავთ პარკი?!

ფოტოჟურნალისტიკის კურსის ფარგლებში წარმოგიდგენტ მულტიმედია ფოტოპროექტს “პარკი გნებავთ?!”

პროექტის ავტორები:
ნინი ქობალია
თეო გაგოშვილი
ჟუჟუ კაკაბაძე
მარიამ კაჭარავა
ელენე ნამიჩეიშვილი

მენტორი:
თაკო რობაქიძე

ზღვა

ვნერვიულობ ! სადღაც დავიკარგე .. სახლში მინდა ! ზღვის პირას ვარ , ირგვლივ ნისლია და თითქმის ვერაფერს ვხედავ . ჰაერი ძალიან მძიმეა . მაღლა მგონი თოლიები დაფრინავენ . არა, ყორნები არიან . მათ ჩრდილებს უკვე ზღაში ვხედავ . ჩემს უკან მაღალი მთა ქანაობს . არვიცი სად ვარ ! სახლზე ვფიქრობ . ოღონდ იმ სახლზე ჩემს გონებაში , რომ დავმარხე . სახლზე, რომელშიც სულ სხვა მე ცხოვრობს … მგონი სიზმარში ვარ , გაღვიძება არ მინდა , რადგან იმ სახლში გამეღვიძება, რომელში ცხოვრებაც ამ ჰაერივით მძიმეა . სიზმარში ყოფნა მომწონს , რადგან მხოლოდ აქ ვხვდები თუ სად მინდა სინამვილეში .  ახლა ქარი ამოვარდა . აქარებულ ქარში ვდგევარ . ჩემი გონება ტბასავით მდორე და ღვასავით უკიდეგანო . ნაპირთან ნავი დგას , სავარაუდოდ მეთევზისაა… ისევ სახლში წასვლაზე მეფიქრება . . ვფიქრობ , ზღვაშ ხომ არ შევიდე , მაგრამ ცივი იქნება , ნოემბერია… არაუშავს , მძინავს და სცივეს მაინც ვერ ვირძნობ . წყალში ნელ-ნელა შევდივარ . არ მინდა სიცივსგან გული გამიჩერდეს , თუმცა , მე ხომ სიზმარში ვარ … ზღვა იმაზე ცივია , ვიდრე ველოდი . ჩემმა მძინარე სხეულმაც კი იგრძნო მისი შეხება . ზღვამ მთლიანად მშთანთქა . ჩემს ვიწრო ნაპრალებს ზღვის ხისტი და ცივი წყალი უხეშად ჩაეხვია … დამიმორჩილა და არაფრის უფლებას არ მაძლევს. მინდა ამ დამძიმებული ზღვიდან ამოვიდე და ცას შევხედო . ჩემს ზემოთ ისევ ყორნები არიან, მათ ზემოთ კი ღრუბლები დიად წვიმას უხმობენ . სადღაც შორიდან რაღაც ხმა მოდის… ეს რაღაც ძალიან ყრუდ და ძალიან მდორედ ჩედინება ჩემს ჯერ არ მიძინებულ გონებაში … გამახსენდა ! დედაჩემის გული უკრავს …მე ხომ ამ მელოდიის მოსმენას სიბერემდე ვაპირებდი …ეს ჩემთვის ყველა იმ კომპოციციაზე ძვირფასია , რომელიც აქამდე შექმნილა ..უნდა ვაღიარო , რომ სწორედ ამის მოსასმენად მოვდივარ აქ , ჩემს სახლში ეს აღარ მესმის … წყილად ამოსვლას ვცდილობ , მინდა ზღვას შორიდან ვუყურო , ის კი არ მიშვებს . მის ღრმა და უკიდგანო სივრცეებს ჩემი შთქანთქვა სურთ … ხელებსა და ფეხებს სწრაფად ვიქნევ , რომ ზღვიდან რაც შეიძლება მალე ამოვიდე . ქვების ცივ და მოლიპულ ზედაპირს ვგრძნობ . ეს იმას ნიშნავს რომ მას თავი დავაღწიე , ახლა მოხლოდ ნაპირზე ასვლაღა დამრჩა . ..

          ამოვედი თუ არა , იმ წამსვე დამშვიდდა . ღელვასაც უკლო … მეჩვენებოდა , რომ ჩემთან საუბარი  სურდა …. იმ ადამიანებზე დაიწყო მოყოლა მისმა ლურჯმა კალთებმა  სამუდამოდ რომ ჩაიხუტეს . გული ძალიან ტკიოდა , რადგან ცოდვებით იყო დამძიმებული . „ყოველ ღამე ვტირი და მაგიტომაა ჩემი წყალი ასეთი მლაშეო .  წარსულ ადამიანთა სულები ყოველ ღამით მაკითხავენ და ჩემში დაეხეტებინო“ .მე ვერ ვანუგეშე , რადგან მეც იმ ერთ-ერთი  სულთაგანი ვიყავი , მხოლოდ იმ განსხვავებით , რომ ჩემს სულ ჯერ კიდევ ჰქონდა სხეულში დარჩენის ძალა .

მახსოვს ბავშვობაში დაძინების წინ, წარმოვიდგენდი თითქოს ზღვაში ვიძინებდი . უცნაურია , მაგრამ სრული სიცხადით მახსოვს როგორ ვიწექი ბნელ ოთახში , საბნიდან მხოლოდ თავი მიჩანდა .მთელი ჩემი არსებით თავი ზრვაში მეგონა და ლოგინში ცურვას ვიწყებდი . ახლა კი , ამ ზღვის წინვდგვარ , ყოვად უძლური ,შიშველი , მხრებჩამოყრილი , გრძნობებ დაცლილი და ცხოვრებასთან დანებებული ..

    გრძნობებზე გიფიქრიათ? . აი , სწორედ ასეთ გრძნობებზე … წიხლნაკრავ , ნატკენ და შურაცხყოფილ გრძნობებზე . იმ გრძნობებზე რომლებიც გაირიყნენ. არ გაინსტერესებთ სად წავიდნენ ? რას ფიქრობენ /? რაზე რაზე ოცნებობენ ? რას მისტირიან ? მგონია , რომ წიხნლაკრავი ადამიანების მსგავსად , ისინიც აქ არიან… აქ არიან და ერთად იტანჯებიან. ზღვა კი ამ ტანჯვის ყურებით დაღალული ყოველ ღამით ტირილს ბედავს … მაგიტომაცაა ასეთი მლაშე ….  ძალიან დიდი ხანია ზღვაში სულად ჩაზღვავებას ველი … დიდი ხანია რაც ჩემს მელოდიას პირისპირ არ შევხვედრივარ … დღეს ამ მელოდიის დაბადების დღეა…

ქარი…

ქარი ქარში გაიქარა, ქარი ზღვებში ჩაიქარა , ქარმა მთებში გაიარა და გონების ყველა კუთხე ერთმანეთში გაიქაფა . ქარი კალამს შეერია და ნაწერებს გაერია.  ქარი ძვლებში ჩაისახა და ცხოვრების ყოველ კუნჭულს მშობელ სევდად  მოევლინა . ქარმა სახლში შეიარა და სახეებს შეეხვია , ქარი ღმერთებს მოერია და ცხოვრებას მოეხვია . ქარმა ზღვებში, ქარმა მთებში , ქარმა სხვებში, სხვებმა ხალხში და ხალხმა ქარში ჰპოვა შვების აღმაფრენა . სული ესრე ჩაქარული და გონება დაქარული ქარის ძალით ბედავს წერას, ბედავს ვნებას , ბედავს შვებას . კალამს ესე დაქარებულს ეშინია ობლად ქცევის ეშინია ამა სოფლის … ამა ყოფის …  ქარი ტანგოს შეერია და იქიდან  ქალის სხეულს პირველ ვნებად მოევლინა . ქარმა ქალში ჰპოვა შვება და მის სულში დაქვავება იქცა ქარის მთავარ ვნებად . ქარმა ქალში , ქალმა კაცში , კაცმა სხვაში ნახა სახე თვინიერი . ქალი ველად გასაჭრელად ეძებს ქარის აქარებას , კაცი სხვაში ჩასაღვრელად ეძებს ვნებას , ეძებს სევდას , ეძებს ღელვას , ეძებს რწმენას . ქარი ობლად დარჩენილი ჩასასახად ეძებს ხეებს , ეძებს მინდვრებს , ეძებს შვილებს , ეძებს მძევლებს …  ქარმა ქარში ჰპოვა შვება , ქალმა გულში ჰპოვა ფრენა , კაცი კი ამ მარტოობით ხედავს სევდას და სიყვარულს მონატრული ითხოვს შველას … 

ესე ქალის გულის ფრენა , აღარ არის აღმაფრენა , ამ დროს კაცი ითხოვს შველას და მისი სულის შეფარებას . ქარი მოდის როგორც ღმერთი და თან მოაქვს წერა სხვების … კაცმა ქალში ნახა შვება და მიეცა ვნების ყეფას . ქალნი კაცში ჩაიღვარნენ , როგორც ზღვანი , როგორც ქარნი , როგორც მთანი .   ერთმანეთსა მოეხვივნენ როგორც ჩანგი საზან-ჩანგი და დაიწყო თეთრმა წვიმამ მონატრული ჭექის ელვა . ქარმა იწყო  ძვლების , კანის და ტუჩების ერთმანეთში ჩაქარება . ქალი ვნებას შეერია, ხმა კი ყველას გაერია. ქალის ტუჩებს ქარი არხევს  და თვალებზე უწყებს კოცნას , 

კაცმა უკვე აღარ იცის,  სად დამალოს მისი შვება . ორივ ვნების მონატრულნი ყეფენ ვითა  ზღვაში ქარნი… და ეძებენ ერთმანეთში ვნების გარდატეხის ადგილს , მაგრამ ტანი , როგორც მხეცი ცდილობს წამის გაწუთებას …. გონი გრძნობებს გაერია და სააათმა იწყო რეკვა, ქარმა ნახა მისი სახე და შეეშვა ცოდვის კერას,  ქალ-ვაჟმა კი ჰპოვა შვება და ცხოვრების აღმაფრენას შეერია ქართან ერთად…

სამი კარი

იცით, ამ ბოლო დრო ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის მეორე წელი.

მომწონს ჩემი  ჟურნალისტური დავალებები, ძველი თბილისის ბინძური მტვრიანი სარდაფებითა და ახალი სახეებით. იცით რა მომწონს ყველაზე მეტად ამ პროცესში?! თავის გაცნობა – “გამარჯობათ, მე ჟურნალისტიკის სტუდენტი ვარ, შეგიძლიათ დამეხმაროთ?..” – დიახ მე სტუდენტი ვარ საინტერესო მომავლით, დიადი მიზნებითა და პატარა ოცნებებით, რა თქმა უნდა ჩემი ამ  ამპლუაში  წარმოდგენა  აღარ შეძლებას მავიწყევს, მაგრამ იცით რა მიყვარს ყველაზე მეტად?!—ნოსტალგია და სალხის ფენომენი.

ყველაზე დიდი “ისქეიფი” რატომღაც სახლის კარის გაღება და ის სუნია მხოლოდ ჩემს სახლს რომ აქვს. სახლში  მეპატიება ჩემი ნივთების შემოსავლელში მიყრა და მამას ოთახში შევარდნა, მამასაც ეპატიება საწოლიდან ახტომა-სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ძლიერი ემოციური კავშირით ჩაკვრა. ეს ერთადრთი წამია, როცა ყველა ფორმალურობა და ”ხერხემლისთვის არ შეიძლება” არ გვახსოვს. 

შემდეგი ნაბიჯი მესამე კარია სახელურის ჩამოგლეჯით, გულისაჩქარებით დაა ცრემლიანი თვალებით რომ იღება. სწორედ აქ შემოგვყავს დედის ფენომენი, ლოყები და პატარა ტუჩები ჩემს კისერში რომ ძვრება.ზუსტად ამ დროს წამიერად გრძობ,რომ ბედნიერებისთვის  მხოლოდ 3 კარი გჭირდება.

ქალაქის ფილტვები

ქალაქში, რომელიშიც დროდარდო იშლება ქოლგები, ჭორი დაირხა, რომ ტროტუარზე ახალი ნაწილაკი გამოჩნა. ის შორეული ქვეყნიდან  ჩუმად მოვიდა, მეგობრებთან შესახვედრად, რაც რა უნდა გასაკვირი იყოს მისი მეგობრები მას არ გვანან, ის განხვავებულია თითქოს ‘’იგია“ მაგრამ არა, ის კონტრასტული ნატურაა, რომელიც  ამქვეყნიური ამაოებისგან გასაქცევ ნავსაყუდელს ეძებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს  ის მუდმივად იმალება, როგორც ლოკონინა საკუთარ ნიჟარაში. 

 მეგობრები აღარ ყავს, თუმცა მაინც არ მიდის ქალაქიდან რადგან მოსწონს აქაური კარგად ორკესტრირებული ხმაურის მოსმენა.  მას ახასიათებენ, როგორც სიცოცხლისთვის საშიშ ელემენტს. 

ყველა გაურბის, არავის უყვარს.

გგონიათ მას არ სტკივა? გგონიათ არ იცის რომ  გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს? – იცის და ყოველ ნაწილს, რომელსაც მისგან ვისრუტავთ ტკვივა.გუშინ პატარა ბავშვი დაინახა, ნაბიჟებს აუჩქარა-მისგან გაქცევას სცდილობდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით მის თითებს მიეკრო, და მერე როგორც ხდება ხოლმე…

გადაწყვიტა მათი ჯგუფის უფროსთან მისულიყო, იქნებ  გამოსავლი ერთად ეპოვათ.   შეკრებაზე მივიდა, როცა ოთახში შევიდა ყველა გაჩუმდა. ახლა ზის შეუჩნევლად, დახმარების მოლოდინში. უცებ ვიღაცამ თქვა: ამ ქალაქში ყოველი ჩასუნთქვა სიცოცხლეს ამოკლებს. სწორედ ეს აღმოჩნდა პლაცდარმი „ჰაერის გუნდისთვის’’ ყველა ნაწილაკი თავის სიტყვას ამბობდა, ყველა ლანძღავდა, აკრიტიკებდა და მის გაძევებას მოითხოვდა. ბოლოს ყველაზე კეთილმა ჟანგბადმა უკანასკნელი კვლევის შედეგები გააცნო ელემენტებს “ახალშობილის პირველადვე შესუნთქული ჰაერი გამონაბოლქვითა და  ქიმიური ნივთიერებებით, კერძოდ, ტყვითა  და კადმიუმითაა გაჟღენთილი, რომლებიც იმუნიტეტს აქვეითებს და ნერვული სისტემის განვითარებას აფერხებს. ასეთი გარემო ფაქტორები ბავშვის სრულფასოვან განვითარებას უშლის ხელს.“

 სევდანარევი სიჩუმით მოაბიჯებდა თბილისის ქუჩებში. ქუჩის კუთხეში ტროტუარზე ჩამოჯდა. სიყვარული სიტყვებით არ გამოუთქვამს, თუკი მზერას შესწევს საუბრის უნარი, უკანასკნელი იდიოტიც მიხვდებოდა, თავდავიწყებით რომ იყო შეყვარებული ამ პლასტმასის სინთეტიკური ურბანული სამყაროზე. ამიტომაც  გადაწყვიტა წასვლა, თუმცა იცოდა მარტო ვერაფერს შეძლებდა. ლოცულობდა წასვლაში ვინმე დახმარებოდა, ლოცულობდა ის პატარ ბავშვი გადაერჩინა ან ის მოხუცი ქალი გუშინ რომ სახლამდე მიაცილა… ფეხის ნაბიჯების ხმასთან ერთად ლაპრაკიც მოესმა:“გაიგე ჰაერის დაბიძნურების ამბავი, რას გვიშვება მთავრობა, როდემდე უნდა ვისუნთქოთ ეს ჰაერი?!“ და აი იმედიც მიეცა, მიხვდა, რომ ვიღაც აუცილებლად გაიღვიძებდა, სიტყვების რახარურის შეწყვეტდა და პრობლემას ფართოდ გახელილი თვალებით შეებრძოლებოდა.

-მეფე! -პასუხი არ არის. -მეფე! -პასუხი არ არის. რა დაემართა ამ ბიჭს?!



წყარო: Intermedia.ge

ბაგრატიონი-ბაგრატიონის წინააღმდეგ. 2019 წლის მარტში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დავით ბაგრატიონს უჩივლა. ანა ყოფილს მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და ქვეყანა 4 აპრილს დატოვა.

ისტორიული მოვლენა:

ფოტოების ავტორია alamy.com

წყვილმა თბილისის საკათედრო ტაძარში იქორწინეს. ქორწილმა დიდი ყურადღება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან და ის ისტორიულ მოვლენად შეფასდა, მეტიც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის დასაწყისადაც მიიჩნიეს. მათ ვაჟი-გიორგი შეეძინა, მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ის საქართველოს სამეფო ტახტის სრულუფლებიანი წევრი იქნება. 2013 წელს ანა და დავითი ოფიციალურად გაეყარნენ ერთმანეთს.

სიყვარულიდან-სასამართლომდე.


ადვოტაკი ლევან ჩხეიძე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი
წყარო: intermedia.ge

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ჩვენების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყოფილ ცოლზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დავით ბაგრატიონმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და ესპანეთში გაემგზავრა. ადვოკატ ლევან ჩხეიძის თქმით ესპანეთში გამგზავრება არ უკავშირდება სარჩელს, რის დამადასტურებელ საბუთსაც საზოგადოება აუცილებლად იხილავს. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონს კონსტიტუციით აქვს უფლება არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ბრალის წაყენების შემთხვევაში კი ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოლიტიკური დევნილის სტატუსით თავშესაფრის მოითხოვოს.

სარჩელის დეტალები:

გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

ლევან გორელაშვილმა,ანა ბაგრატიონის ადვოკატმა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუშ ისაუბრა შესაძლო ძალადობის შესახებ. ყოფილი ქმარი მას ფიზიკურად არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით გაუსწორდა.

რუსთავი 2-მა 28 მარტს გაავცელა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვანა, სადაც საუბარია, რომ ანა ბაგრატიონმა დაზიანებები 2014 წლის 9 მაისს მიიღო. დასკვნას თან ახლავს მოსარჩელის მონათხრობი, რომელშიც წერია, რომ ქმარი მასზე ძალადობდა მუშტებით , გაშლილი ხელს, ფეხებს თავსა და სხეულზე ურტყამდა. ადვოკატი, რუსთავი 2-თან ყვება, რომ ქორწინების განმავლობაში ქმარმა ცოლი არაერთხელ სცემა.

“რუსთავი 2″ის სიუჟეტი

ანა გრუზინსკის ადვოკატის ელისო რუხაძის თქმით, საქმის შინაარსიდან გამომდინარე, შორენა ბეგაშვილი და კიდევ ერთი ქალი გამოიკითხებაა. ” ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან, გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს”


ლევან ჩხაიძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

“ახლა მოსამართლე გვეტყვის ვინ უფრო მეფეა”

არსებობს მეორე სარჩელი, სადაც ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით მუხრანელს საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ გამოყენებაში ედავებიან.

გრუზინსკების თქმით, მუხრანელები არ არიან სამეფო გვარის ძირითადი შტო, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან და დნმ-ის გაკეთებას გთოვენ ანასა და ნუგზარს.

დავის სპეციპიკიდან გამომდინარე,თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეს განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით – მაია გიგაური, თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი.

ბაგრატიონები ადრე და ახლა.

ბაგრატიონების დინასტია ბაგრატ მესამის მეფობიდან იწყება და 1810 წელს სრულდება.

დღეს ამ გვარის სამი სხვადასხვა შტო არსებობს – გრუზინსკები, მუხრანელები და იმერელი ბაგრატიონები. მუხრანელების შტოს ესპანეთში დაბადებული და გაზრდილი დავით ბაგრატიონი ხელმძღვანელობს. 2004 წელს ეს ოჯახი ესპანეთიდან საქართველოში გადმოსახლდა. გრუზინსკების შტოს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი მართავს. ეს ორი შტო 2009 წელს გაერთიანდა,მაშინ როცა ანა ნუგზარის ქალიშვილი 2009 წელს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს გაჰყვა ცოლად.

ესა მესა გადის ესა…

19 მარტს „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, მართალია, ვერ გადააყენეს, მაგრამ თავად გადადგა. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, კვაჭანტირაძის გადასაყენებლად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მობილიზდა, რადგან დეპუტატებს მწვანე და წითელი ღილაკები აერიათ. 

ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან „ქართული ოცნება“ საკუთარი სურვილით დატოვა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელება – კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოხსნა, არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა. ამ ფაქტით შეწუხებულმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომათა დარბაზში მაშინვე განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან კონსულტაციების გავლა იქნებოდა აუცილებელი და ამის შემდეგ მეორედ ცდიდნენ კვაჭანტირაძის გადაყენებას.

ზემოთ ხსენებული კონსულტაციებიდან გამოსულმა დავით მათიკაშვილმა მედიასთან განაცხადა:

„ეს იყო ტექნიკური პრობლემა, ვერ გაერკვნენ კარგად ჩვენი კოლეგები რომელი იყო სწორი გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში მხარდაჭერა თუ უარყოფა. შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ… რეალურად აქ წითელზე იყო თითი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა.”

ფოტოს წყარო: ტაბულა

ზვიად კვაჭანტირაძე და მისი თანამოაზრე ეკა ბესელია საკითხის ჩავარდნისას საკმაოდ გახალისდნენ. მათ სხდომათა დარბაზშივე ვერ შეიკავეს სიცილი. ხალისის დონე არ დაუქვეითდათ არც მას შემდეგ, რაც „ფერთა არევის“ შესახებ მოისმინეს განცხადება.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებულმა მეორე ცდამ დიდხანს არ დააყოვნა და კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში უკვე მეორედ
იმავე საღამოს დადგა. თუმცა, კენჭისყრა საჭირო აღარ გახდა, ვინაიდან ზვიად კვაჭანტირაძემ თავად გააკეთა განცხადება, რომ თანამდებობას ტოვებდა.

„როდესაც ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა, მე გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ გადავწყვიტე დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს. მე რომ ბიუროზე მიმეღო მონაწილეობა, დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. შემიძლია ეს განცხადება ახლავე გადმოგცეთ,“ – ზვიად კვაჭანტირაძე.

სოციალური ქსელის გამოხმაურება ამბავზე ფერთა არევისა

19 მარტის საღამოს სოციალური ქსელების მომხმარებლები ძალიან გახალისდნენ. დღის მთავარ სახუმარო თემად „ოცნების“ დეპუტათა ე.წ. „პოლიტიკური დალტონიზმი“ იქცა. “ფეისბუქი” და “ინტაგრამი” წაილეკა მიმებითა და კომენტარებით, რომელთაგან რამდენიმეს აქვე ნახავთ.

ზვიად კვაჭანტირაძისა და „ოცნების“ გზათა აღრევა

შეგახსენებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე ერთ-ერთი დეპუტატია იმათგან, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობა ხმაურის ფონზე დატოვეს. ეკა ბესელიასა და სხვებთან ერთად კვაჭანტირაძე პრინციპულ პოზიციას გამოხატავდა სასამართლოს თემაზე და ბესელიას კანონპროექტის მხარდამჭერთა იმ მცირე რაოდენობაშიც აღმოჩნდა, რომლებმაც ქართული ოცნების რიგებშივე გადაწყვიტეს მწვანე ღილაკისთვის დაეჭირათ ხელი, როდესაც კენჭი ეყრებოდა უმრავლესობის მიერ დაწუნებულ ინიციატივას. ამის შემდეგ მან მმართველი პარტიაც მალევე დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო მუშაობა პარლამენტში.

მთავარი ფოტოს წყაროა 1tv.ge

“შეცდომები მოსულა”?

წყარო: analytics india magzine

რა არის შეცდომა? რა დანიშნულება აქვს მას ცხოვრებაში? რა კრიტერიუმებით ვაფასებთ, და რატომ გვეშინია გულის სიღრმეში ამ სიტყვის?-ამ კითვებზე  ხშირად მიფიქრია, ხმამაღლაც დამისვამს, მაგრამ ერთგვაროვანი პასუხი არასდროს მიმიღია. ამიტომაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ინდივიდუალური აღქმა აქვს ამ საკითხისამდი.თუმცა რაც არ უნდა თავისუფალები ვიყოთ შეცდომებში არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც ის მიუღებელი, არაეთიკური და ტრაგიკულია, ამ კრიტერიუმებს კარგად ერგება მედიათუ ერთ დღეს გადაწყვეტთ „მედიის“ ზუსტი მნიშვნელობა გაიგოთ და დაიწყებთ მის შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებს შორის აუცილებლად იპოვით „სიმართლეს“, და „სამართლიანობას“. სამწუხაროდ ხშირად  მედია ცდება ამ სიტყვის ფართო გაგებას, და გადადის სიცრუის საზღვებში. სწორედ ამ თემაზე ვაპირებ დღეს გესაუბროთ.

„ბერას თბილისის საკონცერტო დარბაზი მიაქვს – პროკურატურა მიხეილ გიორგაძის დაკითხვას აპირებს“-  ეს არის droni.ge-ზე განთავსებული სტატიის სათაური, რომელის ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ჟურნალისტმა ერთი ხელის მოსმის გაუფუჭოს რეპუტაცია, როგორც მედიაპორტალს, ისე ზოგადად მედიას და შელახოს ჟურნალისტის პროფესია.

ბერას თბილისის საკონცერტო დარბაზი მიაქვსპროკურატურა მიხეილ გიორგაძის დაკითხვას აპირებს“-  ეს არის droni.ge-ზე განთავსებული სტატიის სათაური, რომელის ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ჟურნალისტმა ერთი ხელის მოსმის გაუფუჭოს რეპუტაცია, როგორც მედია პორტალს, ისე ზოგადად მედიას და შელახოს ჟურნალისტის პროფესია.

  • სტატიას აქვს ხმაურიანი სათაური, რომელიც მკითხველს ბოლომდე წაიკითხვისკენ უბიძგებს, თუმცა სტატიის მსვლელობისას ჩვენ ვერ ვიპოვით რესპოდენტს, რომელიც დაადასტურებს ინფორმაციას.
  • Droni.ge მტკიცებით ფორმაში წერს, რომ ბიზნესმენის ოჯახი ფილარმონიის დაპატრონებას ცდილობს. ივანიშვილის ოჯახი განიხილავს იდეას, თუ როგორ, რა ფორმით და როდის დაეპატრონოს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შენობას.“- ამ ინფორმაციას არ მოყვება არცერთი კონპეტენტური პირის კომენატარი.
  • „თუმცა, ახლა ირკვევა რომ „უფლისწული ბერა“ ცდილობს ხელში ჩაიგდოს თბილისის საკონცერტო დარბაზი, იგივე ფილარმონია, რომელსაც „ინთერნეიშენალ ივენთსი“ ფლობს.“- ავტორი ირონიულად მოიხსენიებს ბერა ივანიშვილს, რაც მიუღებელი და შეუსაბამოა ჟურნალისტიკისთვის!ის  გარკვეულწილად აკნინებს მას და საზოგადოებას ფარულად მოუწოდებს მისი ჩაგვრისკენ.
  • ინთერნეიშენალ ივენთსსთბილისის საკონცერტო დარბაზი 49 წლის გადეცა, თუმცა, კომპანიამ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა და დიდძალი დავალიანებაც დააგროვა ბიუჯეტის მიმართ’’.-ავტორი ამ ფაქტებს ივანიშვილების ოჯახთან აკავშირებს უცნობია რის საფუძველზე.
  •   „მედიაჩექერის“ გვერზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად

„ინტერნეიშენალ ივენთსის” საქმეთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს. შესაბამისად, უცნობია რატომ დაიწერა ეს სტატია, მსგავსი შინაარსი გადაუმოწმებელი ინფორმაციით.

ერთ-ერთი  ფრანგულ ანდაზის თანახმად  ”აღიარებული შეცდომა ნახევრად მიტევებულიაო“ ასეც მოხდებოდა, რომ ეღიარებინათ.  გამომდინარე იქიდან, რომ  droni.ge-მ არ გააკეთა კომენტარი ამ თემასთან დავაკშირებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ის  გამიზნულად ავრცელებს მსგავსი სტატიას  ტიპის შინაარსით, რომელიც  FAKE NEWS-ია მთელი დაუბალანსებელი და მიკერძოებული მარგალიტებით.

საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისაგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ“- ფეკალიები სასმელ წყალში’’-სათაური მეტად სკანდალურია და ხმაურიანი, თუმცა მთავრი პრობლემა ისაა, რომ სათაურში მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს(რასაც სტატიის კითხვისასაც ვიგებთ)თუმცა ავტორმა გადაწყვიდა ამ ფაქტი უგულებელყოფა.

  • პრესა.ჯი“-ს ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ წყლისაგან მოწამლული პაციენტები, ყოველ 5 წუთში მიჰყავთ საავადმყოფოში. – ეს ფაქტი არ არის დადასტურებული, ავტორი მკითხველს ატყუებს და შეცდომაში შეყავს.
  • „გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს“. მათ ფეისბუქ გვერზე შესვლაც კი საკმარისია ამ ინფორმაციის უგულებელსაყოფად.

სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს“, – აღნიშნულია GWP -ის განცხადებაში.“

საბოლოო ჯამში სტატია ჭორის დონეზე გავრცელებულ ინფორმაციას ეფუძნება და მკითხველის უფლებებს არღვევს, შეურაცხოფს მას და  თესს პანიკას საზოგადოებაში!

მოკლედ, საკმაოდ საშიშია შეცდომების დაშვება მაშინ როცა ჟურნალისტიკას ემსახურები, შეიძლება წლების განმავლობაში შექმნილი რეპუტაცია და ნდობა ერთმა შეცდომამ გაგინადგუროს.

ისე მართლა მოსულა შეცდომები?

Design a site like this with WordPress.com
Get started