საკუთარი მე – მე


კომპლიმენტების უმრავლესობა ხომ ასე იწყება – „არაჩვეულებრივად … გამოიყურები, წერ, მღერი, ხატავ და ა.შ. ან საერთოდ, პირდაპირ იტყვიან ხოლმე – არაჩვეულებრივი ხარ. საქმე ისაა, რომ თუ ერთ გენიოსს დავუჯერებთ, ეს არაჩვეულებრივობა ისეთი ჩვეულებრივი რამ გახდა, რომ მალე სალანძღავ სიტყვადაც იქცევა. იმაზე დიდი შეურაცხყოფა არაფერია, როცა ადამიანს ეტყვი, ჩვეულებრივი ხარო. წარმოგიდგენიათ ? რამდენი საუკუნე გავიდა და ამდენი „პროგრესის“, განათლების თუ განმანათლებლობის მრავალი ნაბიჯის მიუხედავად, მაინც როგორი ჩვეულებრივები ვყოფილვართ…

არასდროს მინდოდა ჩვეულებრივი ვყოფილიყავი … მე თმა არასდროს არ შემიკრიჭავს , არც ცხვირზე არ წამომიცვამს ლურჯი სათვალე და თქვენ წარმოიდგენთ , არც ნიჰილისტად გამისაღებია ჩემი თავი . საკუთარი აზრები წიგნის პირველი ფურცლებიდან არ ამომიკითხავს და სხვისი აზრები ჩემი ტვინის ნაყოფად არ გამისაღებია..

სწორედ ამიტომ მოვხვდი აქ .

სულ ვიცოდი რა მინოდა .

მე ბავშვობიდან ვიცოდი რა მჭირდებოდა და რა უნდა მიმეღო ამ ცხოვრებისგან … თინეიჯერობის პერიოდში გოგოლის „ნევის პროსპექტი„ წავიკითხე . იქ მთავარ გმირს ვინმე პიროგოვი ასრულებდა , რომელსაც ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში რომ , გენიოსი იყო და (თქვენ წარმოიდგინეთ გენიოსზე მეტიც). იმდენად არ ეპარებოდა , რომ ერთხელაც არ უკითავს საკუთარი თავისთვის „მართალი ვარ თუ არაო „… მე მართალია ჩემს გეინიოსობაზე თავს არ ვდებ , მაგრამ ვდებ იმაზე რაშიც 100% ვარ დარწმუნებული… მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვოცნებობდი იმ თვალებზე , რომელიც , ჩემით სიცოცხლეს შეძლებდა . მე მთელი გულით ვოცნებობდი ადამიანების გულის მოსმენაზე , რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მართლაც უნისონში ძგერდა. ვიცოდი რისი აღმოჩენა მსურდა ! არა,მე სულ ვიცოდი რისი აღმოჩენისთვის უნდა მომეკლა თავი …. ეს  არც ველოსიპედი  იყო და არც ამერიკა … ეს იყო ხალხის თვალებთან საუბარი … ალბათ იკითხავთ ხალხის თვალებთან საუბარი რა მხატვრული გამოხტომა იყოო?!- ჩემი აზრით  ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განხრაა ჟურნალისტიკის.

მოკლედ, დოსტოევსკის არ იყოს, თქვენთვის მომინდვია ჩემი ბლოგების ამბავი , მაგრამ იცოდეთ,თუ დროის გაყვანას გადაწყვეთ მე  და ჩემს  დამტვრეულ ლეპტოპს ბევრი გვაქვს თქვენთან საჭორაო .

წყარო: tumblr
Design a site like this with WordPress.com
Get started